„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო პარაგრაფში
„ქართული ოცნების“ საარჩევნო კლიპის პრეზენტაცია გაიმართა სასტუმრო პარაგრაფში. გოგი ცაბაძის სიმღერაზე შექმნილ ვიდეორგოლში სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის არიან სპორტსმენები. ვიდეორგოლის პრეზენტაციის შემდეგ რადიკალურმა ოპოზიციამ და მათმა მხარდამჭერებმა ჩვეულ მეთოდს მიმართეს და სოციალურ ქსელში ფეხბურთელებზე შეტევა დაიწყო. ფეხბურთელების დამცირების კამპანიას სახელისუფლებო გუნდის წარმომადგენლები გამოეხმაურნენ.
