მოლდოვის არჩევანი
მოლდოვამ არჩევნებისა და რეფერენდუმის სახით დემოკრატიის ტესტი ვერ ჩააბარა - ასეთია ირაკლი კობახიძის შეფასება. პრემიერ მინისტრის თქმით, სირცხვილია განცხადებები იმის შესახებ, რომ მოლდოვას ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი და ქართველ ხალხს და ხელისუფლებას არა. მოლდოვაში ჩატარებულ რეფერენდუმს ეხმიანება “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანიც, პარლამენტის თავმჯდომარე კი სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.
