კულტურის ახალი მინისტრი
თინათინ რუხაძე კულტურისა და სპორტის მინისტრის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. პირველი მოადგილე კი შალვა გოგოლაძეა. სამინისტროს თანამშრომლებს და სფეროს წარმომადგენლებს, ახალი ხელმძღვანელობა მთავრობის მეთაურმა წარუდგინა. აქვე შეგახსენებთ, რომ არჩევნების შემდეგ კულტურას სპორტის მიმართულება გამოეყოფა და ის ცალკე სამინისტროდ ჩამოყალიბდება, რომელსაც როგორც სრულფასოვანი მინისტრი, სწორედ გოგოლაძე ჩაიბარებს.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
