თბილისში ქართულ-აზერბაიჯანული ფორუმი გაიმართა
თბილისში ქართულ-აზერბაიჯანული ფორუმი გაიმართა. ღონისძიებაზე ორ ქვეყანას შორის მეგობრულ ურთიერთობებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა ქვეყნებში არასამთავრობო ორგანიზაციების დამოუკიდებლობის მნიშვნელობასა და მათ სამოქალაქო საზოგადოებრივ როლზე. მომხსენებლებმა ხაზი გაუსვეს უცხო ძალების ჩარევას შიდა სახელმწიფოებრივ საქმიანობაში, აქცენტი გაკეთდა გამჭვირვალობის კანონის მნიშვნელობაზე.
