აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს გაეცნო
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, აჭარის მუნიციპალიტეტებში უხვი ნალექით გამოწვეულ პრობლემებს გაეცნო. ხულოსა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ინტენსიური თოვის შედეგად მოსული ნალექის გამო, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები უწყვეტად მიმდინარეობს. სამუშაოებში ჩართულია აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის შესაბამისი ტექნიკა. დაბის ცენტრებში მისასვლელი გზები გაწმენდილია და ნებისმიერი სახის ტრანსპორტი გადაადგილდება.
