ქვეყნის ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი გადასახადები შევიდა
ქვეყნის ბიუჯეტში დაგეგმილზე მეტი გადასახადები შევიდა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2024 წლის ბიუჯეტის 9 თვის საგადასახადო შესრულების ანგარიში გამოაქვეყნა. გადასახადებიდან მობილიზებულმა თანხამ, 14 მილიარდზე მეტი შეადგინა, რაც დაგეგმილზე 755 მილიონი ლარით მეტია. ბიუჯეტის შემოსავლების ზრდა უკავშირდება როგორც დღგ-ის, ასევე საშემოსავლო, მოგებისა და აქციზის გადასახადების მეტობით შესრულებას.
