თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება
თბილისში კიდევ ერთი საბაგირო გზა ამოქმედდება, რომელიც თავისუფლების მოედანს და თაბორის ქედს დააკავშირებს. პროექტი, რომელიც ტურიზმის განვითარების ფონდმა განახორციელა, დღეს, დედაქალაქის მერმა , პრემიერ-მინისტრთან ერთად დაათვალიერა.ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე თაბორის ქედზე ასევე გაეცნენ სასტუმრო „პარაგრაფ თაბორის“ მშენებლობას, რომელიც დასკვნით ეტაპზეა და ამ პროექტში 175 მილიონი დოლარია ჩადებული. სასტუმრო ახალ წელს გაიხსნება. რაც შეეხება საბაგიროს, ის 34 გონდოლიანია და საბაგიროს ორივე სექციას საათში 1000 მგზავრის გადაყვანა შეუძლია.საბაგირო გზის პროექტის ღირებულება 20 მლნ დოლარია.
