დღეიდან, კულტურის ახალი მინისტრი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა
დღეიდან, კულტურის ახალი მინისტრი საქმიანობას ოფიციალურად შეუდგა. თინათინ რუხაძე სამინისტროს თანამშრომლებს, პრემიერ-მინისტრმა წარუდგინა. შეხვედრას ესწრებოდნენ ხელოვანები და დარგის წარმომადგენლები. ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არჩევნების შემდეგ იგეგმება საკანონმდებლო ცვლილება, რომლის მიხედვითაც, კულტურისა და სპორტის სამინისტრო გაიყოფა, რის შემდეგაც თინათინ რუხაძე კულტურის მიმართულებას, სპორტს კი, შალვა გოგოლაძე უხელმძღვანელებს .
