სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო
სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო. საპროცედურო კომიტეტმა ხელმოწერების ნამდვილობა დაადგინა. დოკუმენტი საკონსტიტუციო სასამართლოს უახლოეს დღეებში გადაეგზავნება. მმართველი გუნდი ზურაბიშვილის მხრიდან კონსტიტუციის მორიგ დარღვევაზე საუბრობს და ახსენებს მას, რომ კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტი ზეპარტიული უნდა იყოს და პარტიულ შეკრებაში არ უნდა მონაწილეობდეს. პრემიერ მინისტრის თქმით, იმპიჩმენტს მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა აქვს . ირაკლი კობახიძის განცხადებით კონსტიტუციის დამრღვევი პრეზიდენტი თანამდებობას იმპიჩმენტის წესით უნდა ტოვებდეს.
