ევროკავშირის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არადიპლომატიური განცხადება გააკეთა
ევროკავშირის საელჩოს განცხადებასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ, პრემიერ მინისტრი ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არადიპლომატიური განცხადება გააკეთა. ირაკლი კობახიძის თქმით, ვერცერთი ელჩი ვერ გამოხატავს მხარდაჭერას ისეთი აქტების მიმართ, როგორიც არის რიგგარეშე არჩევნები და ტექნიკური მთავრობა. ზურაბიშვილმა კი მისი განცხადებით, უხერხულობა შეუქმნა ევროკავშირის ელჩს და საელჩოს.
