შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა
შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის წევრი 13 ქვეყნის ევროპის საკითხთა მინისტრების ერთობლივ განცხადებას გამოეხმაურა. პარლამენტის თავმჯდომარე წერს, მნიშვნელოვანია, რომ ტექსტს, რომელიც ამომრჩეველთა ნების ფორმირებაზე გავლენის მოხდენით საქართველოს არჩევნებში ჩარევაა, ევროკავშირის წევრების უმრავლესობამ მხარი არ დაუჭირა. აქვე შალვა პაპუაშვილი დასძენს, რომ რაც არ მოგწონს მოლდოვაში, არ შეიძლება, თავად გააკეთო საქართველოში.
