მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმში ხმების 99.64%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ამომრჩეველთა 50.46% უჭერს მხარს, 49.54% კი წინააღმდეგია
მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმში ხმების 99.64%-ის დათვლის შემდეგ, ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას ამომრჩეველთა 50.46% უჭერს მხარს, 49.54% კი წინააღმდეგია. საპრეზიდენტო არჩევნებში კი ხმების აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა კანდიდატმა ვერ დააგროვა, რის გამოც, მეორე ტური 3 ნოემბერს გაიმართება. მოლდოვის საკონსტიტუციო რეფერენდუმისა და საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს გამოეხმაურა ევროკავშირი. ბრიუსელში აცხადებენ, რომ მოლდოვაში კენჭისყრის პროცესი რუსეთის ჩარევის ფონზე წარიმართა.
