ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კიბოს სკრინინგის კამპანია ჩატარდა
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული კიბოს სკრინინგის კამპანია ჩატარდა. უფასო გამოკვლევები „ვარდისფერი ოქტომბრის“ ფარგლებში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის, კიბოს სკრინინგის საკითხებზე მოსახლეობის საგანმანათლებლო და ცნობიერების ამაღლების ეროვნული კამპანიის ეგიდითა და საქართველოს ჯანმრთელობის ფედერაციის ორგანიზებით ჩატარდა. სამედიცინო აქციის მხარდამჭერები იყვნენ მუნიციპალიტეტის მერია და არასამთავრობო ორგანიზაცია „ქალები ქალებისთვის“.
