საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის 80 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა
საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიასა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკს შორის 80 მილიონი ლარის ღირებულების ხელშეკრულება გაფორმდა. ვანში წყალმომარაგებისა და წყალარინების ახალი ინფრასტრუქტურა მოეწყობა, აშენდება ახალი და რეაბილიტაცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ სანიაღვრე სისტემებსაც. ქალაქ ვანის მოსახლეობა, 2025 წლის ბოლოდან 24 საათიანი წყალმომარაგებით იქნება უზრუნველყოფილი, ხოლო ადგილობრივი მაცხოვრებელები წყალარინების ახალი, თანამედროვე ინფრასტრუქტურით 2026 წლიდან ისარგებლებენ. ხელშეკრულების ფარგლებში, წყალმომარაგების კომპანია ვანში წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობას გეგმავს. პროექტთან დაკავშირებით სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება. ტენდერის გამოცხადება 2024 წლის მე-4 კვარტალშია დაგეგმილი.
