საქართველოში არჩევნებამდე 6 დღით ადრე გამართულ აქციაზე ოპოზიციის მთავარი გზავნილები ეხებოდა უკრაინას და მოლდოვას
საქართველოში არჩევნებამდე 6 დღით ადრე გამართულ აქციაზე ოპოზიციის მთავარი გზავნილები ეხებოდა უკრაინას და მოლდოვას. სალომე ზურაბიშვილის გამოსვლის აქცენტებიც სწორედ ამ ორ ქვეყანაზე იყო. დაწყებიდან მალევე ხალხი აქციას ტოვებდა. ტრადიციულად აგრესიულები იყვნენ იმედის გადამღები ჯგუფის მიმართ. მათ შორის აჩიკო გულედანმა მძიმე სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტს. ოპოზიციას და მის აქტივისტებს აქციისთვის მადლობას უხდის მიხაილ როთი. კმაყოფილია საფრანგეთის ელჩიც.
