კოკისპირულმა წვიმამ იტალიის სამხრეთ ნაწილში, სიცილიაში ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია
გადაუღებელმა, კოკისპირულმა წვიმამ იტალიის სამხრეთ ნაწილში, სიცილიაში ძლიერი წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია. კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე სალსო, შედეგად ლიკატის რაიონი პრაქტიკულად მთლიანად წყლის საფარის ქვეშ მოექცა. ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია ვერტმფრენებით მიმდინარეობს. სტიქიის გამო პალერმოს აეროპორტში ელექტროენერგიის მიწოდება შეწყდა. წყალდიდობაა ბოლონიაშიც. სტიქიას იქ მსხვერპლი მოჰყვა, მაშველებმა ერთი მოქალაქის ცხედარს მიაგნეს.
