მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს
მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს. პარალელურად, კი ამომრჩევლები რეფერენდუმის შეკითხვას პასუხობენ, მხარს უჭერენ თუ არა კონსტიტუციურ ცვლილებას მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მიზნით. ქვეყნის პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად კანდიდატს ხმათა აბსოლუტური უმრავლესობის მოპოვება სჭირდება. თუ ასეთ მხარდაჭერას ვერც ერთი კანდიდატი მიიღებს, ორ კვირაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. მოლდოვას პრეზიდენტობისთვის 11 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი პრეზიდენტი, პროევროპელი მაია სანდუ. მისი მთავარი ოპონენტი მოლდოვის ყოფილი გენერალური პროკურორი ალექსანდრე სტოიანოგლოა. მას ყველაზე დიდი პრორუსული ოპოზიციური სოციალისტების პარტია უჭერს მხარს.
