დედაქალაქში მიტინგი მიმდინარეობს
დედაქალაქში მიტინგი მიმდინარეობს, რომლის ორგანიზატორია რადიკალური ოპოზიცია. აქციას შეუერთდა „თბილისი პრაიდი“. ადგილზე არიან ოპოზიციის წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, მათ შორისაა ნინო ლომჯარია. აქციის მონაწილეები სხვადასხვა ადგილას იკრიბებიან ბოლოს კი თავისუფლების მოედანზე გადაინაცვლებენ.
