ფოთში, ბოლო დღეებში არსებული სტიქიის გამო ზიანი მიადგა როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების ნაწილს
ფოთში, ბოლო დღეებში არსებული სტიქიის გამო ზიანი მიადგა როგორც საქალაქო ინფრასტრუქტურას, ასევე მრავალბინიანი საცხოვრებელი და კერძო სახლების ნაწილს. შესაბამისი სამსახურები, აქტიურად მუშაობენ, ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე სტიქიით მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად და შემდგომი დღეების განმავლობაშიც აქტიურად გაგრძელდება სამუშაოები. პარალელურად, შექმნილია ჯგუფი რომელიც ახორციელებს სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის ოდენობის დათვლას და უმოკლეს პერიოდში გაიცემა კომპენსაციები.
