ბიძინა ივანიშვილის გზავნილები
„ქართული ოცნების“ ლიდერები ქუთაისში, მხარდამჭერებს შეხვდნენ. სიტყვით გამოსვლისას, პარტიის საპატიო თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა ისაუბრა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე, რომელიც ქვეყნისთვის ისეთივე ფუნდამენტური დატვირთვისაა, როგორც 2012 წლის არჩევნები. საპატიო თავმჯდომარემ მკაფიოდ აღნიშნა, რომ საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ქვეყანა ირჩევს არა ომს, არამედ მშვიდობას. მმართველი პარტიის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას ხაზი გაუსვა საკონსტიტუციო უმრავლესობის მნიშვნელობას.
