დღევანდელი მიტინგისთვის რადიკალები მთელი საქართველოდან ცდილობდნენ ხალხის მობილიზებას, თუმცა არ გამოსდით
დღევანდელი მიტინგისთვის რადიკალები მთელი საქართველოდან ცდილობდნენ ხალხის მობილიზებას, თუმცა არ გამოსდით. აქციაზე წასაყვანად დილიდან ცდილობდნენ ხალხის მობილიზებას გორში. ადგილზე გიორგი ვაშაძეც ჩავიდა. ვაშაძე ირწმუნება, რომ მოქალაქეები საკუთარი ტრანსპორტით მიდიან აქციაზე, არადა გორში რამდენიმე სამარშრუტო ტაქსი წინასწარ იყო მობილიზებული. ანალოგიური ვითარება იყო კახეთშიც.
