საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტის სიტყვას მმართველი გუნდი არ ენდობა
საქართველოს კონსტიტუციის დამრღვევ პრეზიდენტის სიტყვას მმართველი გუნდი არ ენდობა. „ქართულ ოცნებაში“ არასანდოს უწოდებენ სალომე ზურაბიშვილის იმ განცხადებას, სადაც ზურაბიშვილმა თქვა, რომ ევროკავშირის ელჩი მხარს უჭერს ქარტიას, რომელიც დროებით მთავრობას და რიგგარეშე არჩევნებს ითვალისწინებს. მმართველი გუნდი ევროკავშირის ელჩისგან განმარტებებს ითხოვს. რაც შეეხება ოპოზიციას, ისინი ზურაბიშვილს ეთანხმებიან.
