ლენტეხის მუნიციპალიტეტში ლენტეხობა აღნიშნეს
ლენტეხის მუნიციპალიტეტში ლენტეხობა აღნიშნეს. მთავარ მოედანზე კულტურული და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართა. ადგილობრივების წინაშე ქართული შოუ ბიზნესის ვარსკვლავები წარდგნენ. ღონისძიება დღის ბოლოს საპატიო მოქალაქეების დაჯილდოებით დასრულდა. ორგანიზატორებმა საპატიო ლენტეხელის ტიტული გოჩა ენუქიძეს, თეა წულუკიანს, ვარლამ ლიპარტელიანს და კიდევ რამდენიმე ადამიანს გადასცეს.
