„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში შეხვედრებს განაგრძობს
„ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში ოზურგეთში შეხვედრებს განაგრძობს. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძე, „ქართული ოცნების“ ოზურგეთის საოლქო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, ბენტონიტური თიხის გადამამუშავებელ საწარმოებში დასაქმებულებს შეხვდნენ. შეხვედრაზე მშვიდობის მნიშვნელობაზე ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის, ხელისუფლების მიერ შესრულებულ სამუშაოზე და საინვესტიციო გარემოზე ისაუბრეს.
