„ფარმ სახლი“ და „მადაგონი“ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს, თამარ კორძაიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ
„ფარმ სახლი“ და „მადაგონი“ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერს, თამარ კორძაიას სიცრუის გავრცელებაში ადანაშაულებენ. როგორც „ფარმ სახლი“, ისე „მადაგონი“, კორძაიას ბრალდებებს, თითქოს რუსთავში 50-ლარიან ვაუჩერებს ურიგებენ ადამიანებს, ვინც „ქართული ოცნების“ მხარდამჭერია, უარყოფენ და აცხადებენ, რომ ამ ინფორმაციას სინამდვილესთან არანაირი კავშირი არ აქვს და დისკრედიტაციისკენ მიმართული ეს გამოგონილი ბრალდება, ბინძური პროვოკაციაა.
