გიორგი გახარიას პარტიას უბნის თავმჯდომარეები ტოვებენ
გიორგი გახარიას პარტიას უბნის თავმჯდომარეები ტოვებენ. მათი განცხადებით, 2020-21 წლის არჩევნებში გაწეული სამსახურისთვის გახარიამ მათ ხელფასი არ გადაუხადა და მთელი წლის განმავლობაში ატყუებდნენ, რომ მალე დაუფარავდნენ დავალიანებას. ისინი ამ დრომდე პარტიაში ირიცხებოდნენ, თუმცა დღეს გადაწყვიტეს, საბოლოოდ დატოვონ პარტია, რადგან აღარ აქვთ საკუთარი ნაშრომის ანაზღაურების იმედი და აცხადებენ, რომ პარტიასთან თანამშრომლობას აზრი აღარ აქვს.
