რადიკალური ოპოზიცია აქციისთვის ემზადება, რომელსაც ლგბტ პრაიდიც უერთდება
რადიკალური ოპოზიცია აქციისთვის ემზადება, რომელსაც ლგბტ პრაიდიც უერთდება. მოწოდებები სოციალურ ქსელში გააკეთეს. ოპოზიცია მიტინგზე ხალხის მიყვანას რეგიონებიდან აორგანიზებს. თუმცა ხალხის მობილიზება უჭირთ. მაგალითად, ზუგდიდში „ძლიერი საქართველოს“, იგივე „ლელოს“ ოფისთან პარტაქტივისთვის სპეციალური ტრანსპორტი ვერ შეავსეს. ანალოგიური ვითარებაა ქუთაისში, სადაც მოქალაქეთა ნაწილს ვერ გაუგია რა აქციაზე მიდის. ამბობენ, რომ მიუღებელია „თბილისი პრაიდის“ მონაწილეობა დღევანდელ აქციაში.