ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოების ცერემონია გაიმართა, რომლის ფარგლებშიც 335 ახალგაზრდას საჩუქრად კომპიუტერები გადაეცა. ღონისძიებაზე დამსწრე საზოგადოების წინაშე სიტყვით წარდგა განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე, რომელმაც ახალგაზრდებს მიღწეული წარმატება მიულოცა და მათ პედაგოგებსა და მშობლებს მადლობა გადაუხადა. მინისტრმა საუბრისას ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის დაფუძნების მნიშვნელობაზე ისაუბრა და მისი განვითარების პერსპექტივებზე გაამახვილა ყურადღება.
