საერთაშორისო ტურნირი
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქუთაისში წყალბურთში საერთაშორისო ტურნირს დაესწრო, რომელსაც ოლიმპიური საცურაო აუზი მასპინძლობს. „ქუთაისის თასის” ნახევარფინალში ერთმანეთს თბილისის “ტონუსი” და კვიპროსის „ლარნაკა” დაუპირისპირდნენ. მატჩი თბილისის წყალბურთელთა გუნდის გამარჯვებით ანგარიშით 5:4 დასრულდა. ფინალი და გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია ქუთაისის ოლიმპიურ საცურაო აუზში 20 ოქტომბერს გაიმართება. საერთაშორისო ტურნირი საქართველოს სპორტის საწყლოსნო სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და ქუთაისის მერიის მხარდაჭერით ტარდება
