რადიკალების სპეკულაცია
აღქმების და არა ფაქტები ეპოქაში, როგორც ამის თავსმოხვევას ოპოზიცია ცდილობს, მტკიცებულებების გარეშე ბრალდებები ქართული არჩევნების თავისებურებად იქცა. ამის გამოცდილება 2020 წლის არჩევნებზე უკვე მივიღეთ, როცა ყალბი პირადობის მოწმობების შესახებ ენჯეო სექტორის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, დიდი სიცრუე აღმოჩნდა. ჯერჯერობით, მტკიცებულებების გარეშე ბრალდების მორიგი სერია იწყება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზეც. ამჯერად ოპოზიციისა და ენჯეო სექტორის მხრიდან აქტიური საუბარი მიდის პირადობის მოწმობების საარჩევნო მიზნით ჩამორთმევის შესახებ, მაგრამ ეს ყველაფერი საუბარს არ სცდება და კონკრეტული მტკიცებულებების მოლოდინი მოლოდინად რჩება. ხელისუფლება ეჭვობს, რომ ეუთოს შუალედური დასკვნის დადებითმა პათოსმა ოპონენტები სასოწარკვეთაში ჩააგდო და მათ, ეს ნაცადი ხერხი, ბრალდება მტკიცებულებების გარეშე აღქმების შესაქმნელად, წარსული გამოცდილებიდან გადმოაღებინა
