„ლელოს“ ტოვებენ
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე „ლელოს“ საარჩევნო ხმების მოპოვებისა თუ ბარიერის გადალახვის ამოცანასთან ერთად, კიდევ ერთი თავსატეხი გაუჩნდა: ბრალდებები საკუთარი თანაგუნდელებისგან, რომლებიც პარტიას არჩევნებამდე ზუსტად ერთი კვირით ადრე ტოვებენ. ბრალდება პოლიტიკურ გულწრფელობასა და მერკანტილურ ზრახვებზეა და მისი ადრესატი პარტიის დამფუძნებელი მამუკა ხაზარაძეა. თავად ლელოში აცხადებენ, რომ ეს სუსის დაგეგმილი პროვოკაციაა, რომელსაც ზოგი უძლებს და ზოგი კი ვერა. რაც შეეხება მმართველ ძალას, ლელოს ირგვლივ თუ შიგნით მიმდინარე პროცესები მათთვის მოულოდნელი საერთოდ არ არის
სიუჟეტის ავტორი: ნინი მაისურაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
