ბინები დევნილებს
720 დევნილი ოჯახი ქუთაისში მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ ახალ წელს ახალ საცხოვრებელ სახლში შეხვდება. მშენებლობის პროცესი დღეს პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის მინისტრთან ერთად მოინახულა. ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა. ახალ აშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები ჩაბარდებათ. ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პოლიტიკის ერთ-ერთი მიმართულება და პრიორიტეტია, რაც დევნილი მოსახლეობის საცხოვრებელი ფართით დაკმაყოფილებას გულისხმობს