ბიძინა ივანიშვილის გზავნილები
ზუსტად ერთი კვირა რჩება საპარლამენტო არჩევნებამდე. ერთი კვირით ადრე კი „ქართული ოცნების“ საარჩევნო მარათონის მორიგი გაჩერება ქუთაისია, სადაც მმართველი პარტიის ლიდერებმა ამომრჩეველთან შეხვედრა გამართეს. „საქართველო არის და იქნება თავისუფალი ადამიანების სამშობლო“ - ამ სიტყვებით მიმართა ბიძინა ივანიშვილმა მოქალაქეებს. მან კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობას, რომელიც ქვეყნისთვის ისეთივე ფუნდამენტური დატვირთვისაა, როგორც 2012 წლის არჩევნები. ბიძინა ივანიშვილმა მმართველი პარტიის მთავარი გზავნილი გაახმიანა, რომ ამ არჩევნებით საქართველომ მთელ მსოფლიოს უნდა აჩვენოს, რომ ქვეყანა ირჩევს არა ომს, არამედ მშვიდობას. ბუნებრივია ამ შეხვედრაზეც იყო განმარტება, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო უმრავლესობა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის შანსის გაჩენის შემთხვევაში