ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის მედია ტურნირი
საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ორგანიზებით და კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სამი სამზე კალათბურთში, ლეგენდარული ტელეწამყვანის და კომენტატორის ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის მედია ტურნირი მიმდინარეობს. ტურნირში 8 გუნდი და 50-ზე მეტი მოყვარული კალათბურთელი მონაწილეობს. გამარჯვებულებს კი სპეციალური პრიზები და მედლები გადაეცემათ. ჯამლეტ ხუხაშვილის სახელობის მედია ტურნირი წელს პირველად ტარდება. სამომავლოდ კი ღონისძიებისთვის უფრო მასშტაბური სახის მიცემა და საერთაშორისო ტურნირად ჩამოყალიბება იგეგმება
