თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციის განვითარების პროექტი გრძელდება
თბილისის ურბანული ტყის ლანდშაფტის აღდგენის და რეკრეაციის განვითარების პროექტი გრძელდება. მთაწმინდის ფერდზე, მიმდინარე განაშენიანების პროცესში დღეს სტუდენტები ჩაერთნენ. უნიკალური პროექტი საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ „ქართუს”, თბილისის მერიის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ფონდ „განვითარება და გარემოს“ შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე ხორციელდება. გარემოს დაცვითი აქციის მონაწილეებმა დღეს ათობით სხვადასხვა სახეობის წიწვოვანი და ფოთლოვანი მცენარე დარგეს. პროექტის ფარგლებში ასობით ჰექტარი ტერიტორიის ტყითა და მცენარეებით აღდგენაა დაგეგმილი
