მიხეილ სარჯველაძე: ეს არის ახალი სიტყვა მეცნიერებაში და მორიგი გამარჯვება ქართული ჯანდაცვის სისტემის
ეს არის ახალი სიტყვა მეცნიერებაში და მორიგი გამარჯვება ქართული ჯანდაცვის სისტემის. ასე აფასებს ჯანდაცვის მინისტრი საჩხერის სამედიცინო ცენტრში მეზენქიმური ღეროვანი უჯრედების ლაბორატორიის გახსნას. მიხეილ სარჯველაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით საქართველო მომავალში ბევრი მიღწევების ადგილი იქნება. შეგახსენებთ, რომ ეს ქვეყანაში პირველი სივრცეა, რომელიც სამედიცინო სფეროში მკურნალობის უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა. სამედიცინო გუნდმა პრაქტიკა გერმანიის, შვეიცარიისა და სხვა მსგავსი დაწესებულებების გამოცდილებებით დანერგა. ლაბორატორია, რომლის ბიუჯეტმაც ორ მილიონ ლარს გადააჭარბა, ბიძინა ივანიშვილისა და ეკატერინე ხვედელიძის ინიციატივით შეიქმნა