პარტია „ლელო“ ამჯერად აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 22-ე ნომერმა მერაბ ქურიძემ დატოვა
პარტია „ლელო“ ამჯერად აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 22-ე ნომერმა მერაბ ქურიძემ დატოვა. ქურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არ არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების გამტარებელი არამედ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მორჩილი კოალიციაა. მანამდე პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა სულხან კოჩალიძემ. მისი განმარტებით, იგი პირადად მამუკა ხაზარაძეს ემიჯნება, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც ვერ დარჩება მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად