პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, ჯანდაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძესთან ერთად, ქუთაისში დევნილებისთვის განკუთვნილი საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა დაათვალიერა, სადაც ბინებს 720 დევნილი ოჯახი მიიღებს. ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსი აშენდა. ახალ აშენებულ კორპუსებში იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს სრულად გარემონტებული ბინები უახლოეს პერიოდში გადაეცემათ