ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა
ოპერისა და ბალეტის თეატრში ოთარ თაქთაქიშვილის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართა. ღონისძიებას მიწვეული სტუმრის სტატუსით დაესწრო კულტურისა და სპორტის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს ოპერის თეატრის სოლისტებმა, გუნდმა, ორკესტრმა და ანსამბლმა „რუსთავმა“. კონცერტზე შესრულდა ფრაგმენტები ოთარ თაქთაქიშვილის სხვადასხვა ნაწარმოებიდან. ოპერის თეატრის ცისფერ დარბაზში მოეწყო გამოფენა და საზოგადოებას საშუალება მიეცა, ენახა ოთარ თაქთაქიშვილის ფოტოები, მისი სპექტაკლების აფიშები