ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა
ეროვნული ბანკის საკასო ცენტრის მიმდებარე ქუჩასა და სკვერს საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველის, იასონ ლორთქიფანიძის სახელი მიენიჭა. შესაბამისად, საკასო ცენტრის ახალი მისამართია თბილისი, იასონ ლორთქიფანიძის ქუჩა ნომერი ორი. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარე, თბილისის საკრებულოს წევრები და ეროვნული ბანკის წარმომადგენლები. იასონ ლორთქიფანიძე 1919-21 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ბანკის პირველი მმართველი. მისი წვლილი განსაკუთრებულია არა მხოლოდ ცენტრალური ბანკის ჩამოყალიბების, არამედ სხვა არაერთ ეროვნულ საქმეში
