რუსთავს კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე შეემატა
რუსთავს კიდევ ერთი შიდა საუბნო რეკრეაციული სივრცე შეემატა. ახალი სკვერი, რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ მოსახლეობასთან ერთად გახსნა. ღონისძიებას, პარლამენტარები ირაკლი შატაკიშვილი და ალექსანდრე დალაქიშვილი, რუსთავის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" წევრები ესწრებოდნენ. მწვანე სივრცეში რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ქანდაკება, ახალგაზრდა რუსთაველი ხელოვანის, რატი ჯიქიას სკულპტურა ,,ოჯახი“ განათავსა