ხობში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა
ხობში ახალი საფეხბურთო სტადიონი გაიხსნა. დაიგო ხელოვნური საფარი, მოეწყო განათება, ტრიბუნები. აშენდა ფეხბურთელთა გასახდელი და საშხაპე სივრცე. სტადიონი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის, ადგილობრივი ბიუჯეტის და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით აშენდა. სტადიონი ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა, პარლამენტის წევრებმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაათვალიერეს
