არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პარტია „ლელოს“ ტოვებენ
არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე პარტია „ლელოს“ ტოვებენ. ამჯერად პარტია დატოვა აჭარის უმაღლესი საბჭოს პარტიული სიის 22-ე ნომერმა მერაბ ქურიძემ. ქურიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ ეს პოლიტიკური გაერთიანება არ არის დამოუკიდებელი და საქართველოს ინტერესების გამტარებელი არამედ, ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედი ძალების მორჩილი კოალიციაა! მანამდე პარტიის დატოვების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა აჭარის უმაღლესი საბჭოს სიის წევრმა სულხან კოჩალიძემ. მისი განმარტებით, იგი პირადად მამუკა ხაზარაძეს ემიჯნება, რომელიც ვაჭრობს საქართველოსა და მოსახლეობის ბედით, რის გამოც ვერ დარჩება მსგავს უპრინციპო და გამყიდველ კაცთან ერთად. ასევე, კოჩალიძე უკვე ყოფილ თანაპარტიელებს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს
