საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ „რუსთავის" მომღერლები საკონცერტო პროგრამით ონს, ამბროლაურს, ლენტეხს, ცაგერს, სენაკსა და ზუგდიდს ესტუმრნენ
კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით, საშემოდგომო ტურნეს ფარგლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლ "რუსთავის" მომღერლები საკონცერტო პროგრამით ონს, ამბროლაურს, ლენტეხს, ცაგერს, სენაკსა და ზუგდიდს ესტუმრნენ. ნიკო დადიანის სასახლეში გამართულ კონცერტს დეპუტატობის კანდიდატი თეა წულუკიანი დაესწრო. მომღერლებმა მსმენელის წინაშე ტრადიციული და განახლებული რეპერტუარი წარადგინეს
