საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა
საფეხბურთო კლუბ „დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე გიორგი ჭიაბრიშვილი დაინიშნა. მან ამ პოსტზე უკრაინელი ანდრეი დემჩენკო შეცვალა. ჭიაბრიშვილი სხვადასხვა პერიოდში „ზესტაფონს“, „იბერიას“, „ლოკომოტივსა“ და „დინამო თბილისს“ ხელმძღვანელობდა და საქართველოს ჩემპიონის ტიტული ორჯერ მოიპოვა. მისი დებიუტი „დინამო ბათუმის“ მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე დღეს, „გაგრასთან“ საშინაო შეხვედრაში შედგება.
