მეოთხე ქვეითი ბრიგადა 20 წლისაა
მეოთხე ქვეითი ბრიგადა 20 წლისაა. ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე მიულოცეს. მათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს. სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. მან სამხედროებს ბრიგადის შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა. საზეიმო ღონისძიებაზე მე-4 ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს შეუერთდნენ. ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს.
