მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
მსოფლიო ბანკმა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა. წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2024 წელს ეკონომიკური ზრდა 7-დ მთელ 5 მეათედ პროცენტს მიაღწევს, რაც მნიშვნელოვნად აღემატება პოტენციურ დონეს და განპირობებული იქნება შინამეურნეობების კერძო სამომხმარებლო და სახელმწიფო ხარჯებით, ასევე ინვესტიციებით. მსოფლიო ბანკის წინა პროგნოზით, 2024 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა ხუთი მთელი ორი მეათედი პროცენტის დონეზე იყო განსაზღვრული.
