ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა, კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე- ასეთია პრემიერ მინისტრის შეფასება ჯგუფ მგზავრებზე განხორციელებულ წნეხზე
ლიბერალურ-ფაშისტური თავდასხმა, კონკრეტულ მუსიკალურ ჯგუფზე- ასეთია პრემიერ მინისტრის შეფასება ჯგუფ მგზავრებზე განხორციელებულ წნეხზე და ამ წნეხის შედეგად მათ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებაზე. ფაქტს გამოეხმაურა თბილისის მერიც, რომელიც აცხადებს, რომ ეს იყო ჯგუფი „მგზავრების“ ძალიან ცუდი გადაწყვეტილება. მორიგი ბულინგის კამპანია სოციალურ ქსელში მას შემდეგ დაიწყო, რაც ცნობილი გახდა, რომ ზღვის უბნის პარკის გახსნის ღონისძიებას მუსიკალურად ჯგუფი მგზავრები გააფორმებდნენ, სოციალურ ქსელში მათზე შეტევა დაიწყო. მგზავრებმა კონცერტი გააუქმეს. ჯგუფის წევრები დამატებით განმარტებებს არ აკეთებენ.