მთაწმინდის პარკისა და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეს გაიხსნა
მთაწმინდის პარკისა და რუსთაველის დამაკავშირებელი საბაგირო გზა დღეს გაიხსნა. თბილისის მერმა პრემიერ-მინისტრთან ერთად საბაგიროთი იმგზავრა, რის შემდეგაც მთაწმინდის პარკში მყოფ სტუმრებს სიტვით მიმართეს. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ასეთი პროექტები ხელს უწყობს ქალაქისთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას და ქალაქის კიდევ უფრო მეტად განვითარებას. დასრულებული პროექტი შეაფასა თბილისის მერმაც.
