საქართველოს პროკურატურამ ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა
საქართველოს პროკურატურამ ამერიკის შეერთებული შტატების კომპეტენტურ უწყებებთან საერთაშორისო თანამშრომლობის შედეგად, საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, რომელშიც ასევე ჩართულია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური, ე.წ. თაღლითური ქოლცენტრების საქმეზე, მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული გახსნა. ორგანიზებული ჯგუფის მიერ თაღლითობის და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტებზე ოთხი ადამიანია დაკავებული. ორგანიზებული ჯგუფის წევრებს ე . წ ქოლცენტრი თბილისის ერთ-ერთ უბანში ჰქონდათ მოწყობილი. დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები მოტყუებით დაეუფლნენ ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები პირების კუთვნილ 1 634 000 აშშ დოლარს და მილიონ ევროს.
